ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე 9 მისამართზე უკვე მოეწყო გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, მათ შორის, ჩეჩელაშვილის N1, ართვინის შესახვევში N6-სა და მნათობის N44 -ში. დასრულებულია, აგრეთვე, სარკინიგზო ხაზის ქვეშ არსებულ მეწყერსაშიშ ფერდობზე გრუნტის დამჭერი კედლის რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს დღეებში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა დასრულდება მამარდაშვილის N21-ში, თეთნულდის N21-სა და დოქის ქუჩაზე.
აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 467 000 ლარით დააფინანსა.
მთლიანობაში, 2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.