„რედისონთან“ ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს

„რედისონთან“ ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს

სასტუმრო „რედისონთან“ დღეს ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს. „რედისონთან“ დღეს მათ ჰომოფობია ამ სახით გააპროტესტეს.

„რედისონში“ პარალელურად დემოგრაფიის საკითხებზე მე-10 საერთაშორისო საოჯახო კონგრესი მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარე ლევან ვასაძეა.

აქტივისტებს სურდათ ლევან ვასაძისთვის შეღებილი სკამი გადაეცათ, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა და სასტუმროს დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს შეღებილი სკამი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაატანინეს.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.