მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს. მათ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში შეიტანეს. მათი განცხადებით, ისინი არც ერთი პოლიტიკური ან რაიმე ორგანიზაციის გაერთიანების წევრები არ არიან. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, ”დაიბლოკოს პორნოგრაფიული საიტები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიქოლოგიას”.
„ჩვენ წარმოვადგენთ მოქალაქეებს, მშობლებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ თხოვნით მივმართოთ საპატრიარქოს, რათა გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან და პორნოგრაფიული საიტები, ვებგვერდები და ვიდეოები არ იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის, ვინაიდან სასულიერო პირები და პატრიარქი ერის ზნეობისა და სულიერების სადარაჯოზე დგანან. მგონია, რომ მათ ექნებათ ძალა და ბერკეტები ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ და მოიფიქრონ რაიმე, რათა პრობლემა ცოტათი მაინც მოიხსნას“, - განაცხადა მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა მაკო გომართელმა.