“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, აკაკი ზოიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა.
პოლიტიკაში მოსვლა უკვე მეორედ გადავწყვიტე. პირველად, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, პოლიტიკიდან ისეთივე სუფთა ხელებით წავედი, როგორც მოვედი. ჩემთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“ და მივიღე გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამით, დღეს მთელი ქვეყნის გენოფონდის გადარჩენის უნიკალური შესაძლებლობა არსებობს.
“დღეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომ ისეთი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა შევქმნათ, რომელიც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. “ქართულმა ოცნებამ” იმის გაკეთება შეძლო, რასაც მე და ჩემი მეგობრები მუდმივად ვლობირებდით. მილიონობით ადამიანმა მიიღო ჯანდაცვის მომსახურება, რაც მანამდე არ შეეძლო. არსებობს ხარვეზებიც, მაგრამ შექმნილია კარგი საფუძველი, რომელსაც განვითარება სჭირდება”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.