"მასთან დაკავშირებით, კუპონისდროინდელი საქართველო მახსენდება"

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს რომან გოცირიძესთან დაკავშირებით, კუპონისდროინდელი საქართველო ახსენდება.

ამის შესახებ მან "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულის შეფასებისას განაცხადა.

"ნამდვილად არ მგონია, რომ ამ ათეულმა და ამ სახეებმა რაიმე შეცვალონ "ნაციონალური მოძრაობის" ბიოგრაფიაში ან აწმყოში ან მომავალში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც თითქოს, ექსპერტებად ვიცნობდით აქამდე, ფაქტია, ეს ადამიანები ყოფილან ამ პარტიის ძალიან ერთგული მხარდამჭერები და თანამოაზრეები. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე მასთან დაკავშირებით უფრო კუპონისდროინდელი საქართველო მახსენდება. არ მგონია, რომ ის ახალი სახე იყოს,” - განაცხადა მანანა კობახიძემ, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.