ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, ის და ამავე ცენტრის წევრი პავლე კუბლაშვილი "გირჩიდან" და პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავენ.
ხაჩიძის განმარტებით, ის საპარლამენტო სიაში ყოფნას არ აპირებს.
"ეს არის სრული სისულელე, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვრჩები "გირჩში" და შესაბამისად, პოლიტიკაში. უბრალოდ, ჩვენ არ ვაპირებთ საპარლამენტო სიებში ყოფნას. რაც შეეხება "გირჩს", ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და აუცილებლად შევა პარლამენტში", - განუცხადა "პირWელს" ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გირჩის" წევრები გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავენ.