თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის

თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის

თურქეთისთვის ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის. ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის შესახებაც The Daily Telegraph-ი წერს. დოკუმენტის მიხედვით, უცხოელი ტერორისტები და კრიმინალური ჯგუფები ეცდებიან თურქული პასპორტის აღებას, რათა შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩავიდნენ.

ევროკავშირსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმება თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი ანკარამ საბერძნეთში გადასული ლტოლვილები უკან უნდა მიიღოს.

„ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ უვიზო რეჟიმი კოსოვოს, უკაინასა და საქართველოსაც შესთავაზა, რომლებსაც ასევე ორგანიზებული დანაშაულის გამო პრობლემები აქვთ.

ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, კოსოვოს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ამ დრომდე ევროკავშირში მოგზაურობისთვის 2 525 000 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა. თურქეთს კი ამ დრომდე არც ერთი მსგავსი დოკუმენტი არ გაუცია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.