მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ მაშველები მდინარეში გადავარდნილ მანქანას ეძებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” 112-ში განუცხადეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებს ფსკერის რთული რელიეფი და ძლიერი დინება ართულებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ღამით მოხდა. ორთაჭალის მიმართულებით მოძრავმა მანქანამ ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა.