დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დღეს თბილისის საკრებულოში საზოგადოებას საინტერესო მოხსენებას ჰპირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გუშინ მერიაში განუცხადა.
”გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა არ დააკონკრეტა, რა საკითხებზე ექნება მას საუბარი თავის მოხსენებაში.
საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია დღეს მოხსენებით წარდგება. საკრებულოს უმცირესობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან განმარტებებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის, ასევე 29 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის და სხვა საკითხებზე ითხოვდნენ.