ვატიკანი “სიმფსონების“ წინააღმდეგ

ვატიკანი “სიმფსონების“ წინააღმდეგ

ბოლო პერიოდში, კათოლიკური ეკლესიის არაერთმა იერარქმა გამითქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილი ამერიკული მულტ–სერიალის – “სიმფსონების“ მიმართ. კათოლიკების განსაკუთრებულ განაწყენებას ის ფაქტი იწვევს, რომ აღნიშნულ სერიალში რელიგიურ თემებზე ხშირად ზედმეტად “შავად“ ხუმრობენ და ამისათვის, “სიმფსონების“ შემქნელებისათვის ჯერ პასუხი არავის მოუთხოვია.

ცოტა ხნის წინ, ვატიკანის ოფიციალურ გაზეთში დაიწერა, რომ ამ საკითხით თავად პაპიც დაინტერესებულია და ვატიკანი ამერიკული სერიალის შემქმნელებს სასამართლოში აუცილებლად უჩივლებს. ამ საკითხზე “სიმფსონების“ პროდიუსერთა ჯგუფი და მსახიობები აცხადებენ, რომ მათთის ღიმილისმომგვრელია კათოლიკური ეკლესიის ასეთი გაბრაზება იმ სერიალისადმი, რომელიც წლების განმავლობაში გადის და თემატურად მასში ბევრი არაფერი იცვლება. მულტიპლიკატორებს ეიმედებათ, რომ არც ერთი ნორმალური სასამართლო მათ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს, რადგან ხელოვნება თავისუფალი სფეროა და თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციით ეს თავისუფლება მათ უზრუნველყოფილი აქვთ.

სხვათა შორის, მულტიპლიკაციური ფილმებისადმი კათოლიკური ეკლესიის განაწყენების ფაქტი, “სიმფსონების“ შემთხვევა პირველი სულაც არ იყო. ცოტა ხნის წინ, კათოლიკებმა ასეთივე პროტესტი გამოთქვეს გრანგულენოვან მულტსერიალ – “მეტყევეების“ შემქმნელებისადმიც. აღნიშნულ მულტფილმში ფრანგი კარდინალი უარყოფით გმირად იყო გამოყვანილი.