ცოტა ხნის წინ კინორეჟისორმა ფილიპ კაუფმანმა გადაიღო სურათი “ჰემინგუეი და გელჰორნი”. ფილმის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ამერიკელი მწერლისა და სამხედრო ჟურნალისტი მარტა გელჰორნის ურთიერთობის ისტორიაზე.
წყვილმა ერთმანეთი ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დღეებში გაიცნო. ცნობილია რომ მწერალმა ქალს მოგვიანებით რამდენიმე რომანი მიუძღვნა.
ახალ სურათში ჰემინგუეის როლს მსახიობი კრეივ ოუენი შეასრულებს, მარტა გელჰორნს კი ნიკოლ კიდმანი განასახიერებს.
ლარს ულრიხს სურათში ჰოლანდიელი დოკუმენტალისტი ერის აივენსის პერსონაჟი ერგო. საინტერესოა რომ რამდენიმე წლის წინ ულრიხმა ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში ” გაქცევა ლას ვეგასიდან”.
კინოსურათი “ჰემინგუეი და გელჰორნი” დიდ ეკრანებზე მიმდინარე წლის 28 მაისს გამოვა.