ხარკოვში, კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაში შეტაკებები მოხდა

ხარკოვში, კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაში შეტაკებები მოხდა

ხარკოვში 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე შეტაკება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ერთმანეთს ნაციონალისტები და აქციის ის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები.

„ფაშიზმი ვერ გაიმარჯვებს“, - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. პოლიციის ცნობით, არიან დაშავებულები, მათ შორის სამართალდამცველიც.

შეტაკებები მოხდა კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაშიც. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია საერთო ჯამში ათზე მეტი ადამიანი.