მიმდინარე წლის 25 მარტს, სოულის მომღერალს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ფრანკლინმა ეს საიუბილეო თარიღი ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში საზეიმოდ აღნიშნა.
ჯერჯერობით უცნობია ამ ნამუშევრის სავარაუდო დასახელება და გაყიდვაში მისი გამოსვლის თარიღი.
ცნობილია რომ დისკის პროდიუსერი კლაივ დევისი იქნება. მომღერალი ამ პიროვნებასთან წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან თანამშრომლობს. ფრანკლინის გარდა დევისი უიტნი ჰიუსტონთან, კრისტინა აგილერასთან, როდ სტიუარტთან და კარლოს სანტანასთანაც მუშაობდა.
არეტა ფრანკლინის უკანასკნელი ალბომი “A Woman Falling Out Of Love” გასული წლის მაისით არის დათარიღებული. ეს დისკი მუსიკოსის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რიგით 38-ე აღმოჩნდა.