ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას.
პრემიერ–მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.