ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი 25-27 მაისს ნიუ-ჯერსიში ორ კონცერტს ჩაატარებს. მიმდინარე წელს ბეიონსესათვის ეს პირველი გამოსვლა იქნება.
მომავალ თვეს მომღერალი რეჟისორ რაიან მერფის სურათის “One Hit Wonders” გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში მისი პარტნიორები კამერონ დიასი, გვინერ პელტროუ და რიზ უიზერსპუნი იქნებიან.
ამის გარდა მიმდინარე წელს მომღერალი ორ სტუდიერ ნამუშევარსაც გამოუშვებს. მისი პროდიუსერი, ჯგუფი “One Republic”-ის ლიდერი რაიან ტედერი ამჟამად შესაბამისი მასალის მოძიებითაა დაკავებული. ახალი ალბომების სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.
ბეიონსეს უკანასკნელი ჩანაწერი“4” გასული წლის ივნისში გამოვიდა. ამ დისკმა დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა.
მიმდინარე წლის 6 იანვრის საღამოს ბეიონსეს ქალიშვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ, პოპულარულმა რეპერმა Jay-Z-იმ ყველაფერი იღონა რომ მშობიარობის პროცესი წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო.
იანვრის დასაწყისში წყვილმა საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის მთლიანი სართული იქირავა. თავად სამკურნალო დაწესებულების შესასვლელებს პოლიციელთა და კერძო მცველთა გაძლიერებული რაზმები იცავდა. გამკაცრებული იყო საავადმყოფოში კერძო პირების შეშვება, თავად მედპერსონალს კი მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.
ამ ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო და ბოლო წუთამდე ინფორმაცია ვარსკვლავური ოჯახის ახალი წევრის გაჩენის შესახებ ყველასათვის უცნობი გახლდათ.
ბედნიერმა მშობლებმა ახალდაბადებულს აივი კარტერი უწოდეს. მომღერლის მშობიარობა 1.3 მილიონი დოლარი დაჯდა.