ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები დღეს სავარაუდოდ აღარ გაიფიცებიან

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები დღეს სავარაუდოდ აღარ გაიფიცებიან

ზესტაფონში დღეს ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები არ გაიფიცებიან. პროფკავშირების წარმომადგენლის, გოგა ბრეგვაძის ინფორმაციით, ქარხნის ხელმძღვანელობა დღეს თანამშრომლებს შეხვდება, სადაც განხილული იქნება ის პრეტენზიები, რომლებიც ქარხანაში დასაქმებულებს გააჩნიათ. 
მისივე თქმით, თუ შეხვედრაზე ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება, გაფიცვა არ შედგება.
ფეროშენადნობი ქარხნის მეტალურგები საწარმოს ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრას თხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით ისინი დღეიდან გაფიცვას გეგმავდნენ.