ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელი მიკლოშ კირჟენიკსი იპონით 36 წამში დაამარცხა. 

ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს სძლია, შემდეგ კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს. 
1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა გერმანელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი დმიტრი პეტერსი დაამარცხა. 
ტურნირის მოგებასთან ერთად ქართველმა სპორტსმენმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური პრაქტიკულად მოიპოვა.