გუშინ გამოცემამ “Examiner” მომღერლის უახლოესი ღონისძიებების სია გამოაქვეყნა.
დღეს სერ პოლი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში კონცერტს ჩაატარებს, 28 მარტს მისი ხილვა ბელგიურ ანტვერპენში შეგეძლებათ, 29 მარტს კი ლონდონში.
ამის შემდეგ მუსიკოსი ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს. შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გადაფრინდება. ამ კონტინენტზე პირველ კონცერტს 15 აპრილს გამართავს. მაკარტნი ქალაქ მონტევიდეოს ცენტრალურ სტადიონზე გამოვა.
საინტერესოა, რომ სახელოვანი მომღერალი ურუგვაის პირველად ეწვევა. ამ ქვეყნიდან მაკარტნი ბრაზილიაში გადაბარგდება და 25 აპრილს ქალაქ ფლორიანოპოლისში კონცერტს ჩაატარებს.
პელეს ისტორიული სამშობლოდან მექსიკაში გადაინაცვლებს. 5 მაისს მისი გამოსვლის ხილვა ქალაქ გვადალახარაში შეგეძლებათ, 8 მაისს კი სახელგანთქმულ “აცტეკას” სტადიონზე.