მასკანიმ, რომელსაც შურდა ტოსკანინის სადირიჟორო დიდება, მიიღო მიწვევა იმ პირობით, თუ მას მეტ ჰონორარს მისცემდნენ, ვიდრე ტოსკანინის.
- იყოს მეტი, თუნდაც ერთი ლირითაც, - დაბეჯითებით მოითხოვდა მასკანი.
ფესტივალის კომიტეტი დასთანხმდა.
ჰონორარის მიღებისას განცვიფრებულმა მასკანიმ გამოარკვია, რომ მას ერგება ერთი ლირა. ტოსკანინი უფასოდ დირიჟორობდა.