გასული წლის ოქტომბერში ჯგუფმა კარიერის განმავლობაში რიგით მეხუთე ალბომი “Mylo Xyloto” ჩაწერა. ამ ნამუშევარს რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში პირველი პოზიცია ეკავა.
კომპოზიცია “Princess Of China” ზემოთდასახელებულ დისკში იყო განთავსებული. ეს სიმღერა “გრემის” მუსიკალური ჯილდოების გადაცემის 54-ე საზეიმო ცერემონიალზე ჯგუფის წევრებმა და რიანამ ერთად შეასრულეს.
ცოტა ხნის წინ მუსიკოსებმა გადაწყვიტეს რომ ამ კომპოზიციაზე ვიდეოკლიპიც გადაიღონ. ამ ახალი ნამუშევრის რეჟისორი ჯესი სიპსი იქნება. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მისი პრემიერა.