ელტონ ჯონი ახალ ალმომზე მუშაობს

ელტონ ჯონი ახალ ალმომზე მუშაობს

გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, უბერებელი მუსიკოსი, 64 წლის სერ ელტონ ჯონი ახალი ალბომის ჩაწერას შეუდგა.

ამ დისკის სავარაუდო სახელწოდებაა “The Diving Board”.  ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოჩნდება.

“The Diving Board” ელტონ ჯონის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რიგით 31-ე იქნება.

“ახალი ალბომის ჩაწერა გასული წლის დასასრულს გადავწყვიტე. თავდაპირველად მუშაობას გული ვერ დავუდე. ერთი თვის წინ აღმოვაჩინე რომ ეს დისკი წინამორბედებზე უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არ იქნება. რამდენიმე კომპოზიცია უკვე ჩავწერე და ახლობლებს მოვასმენინე. ნამუშევარი თავადაც მომეწონა და ახალგაზრდული ენერგიით დავიმუხტე. ჩემი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს ვპირდები, რომ მალე ისინი ძველებურ ელტონ ჯონს იხილავენ. ახალ ჩანაწერზე მუშაობამ ძალიან გამიტაცა და ერთი სული მაქვს დისკს როდის დავასრულებ”. – განაცხადა სერ ელტონ ჯონმა.