ესპანური არტ პროექტის სარეკლამო ფოტოს წაშლის გამო სოციალური ქსელი Facebook-ი კრიტიკის ობიექტი გახდა. ორი ესპანელი მამაკაცის კოცნის ამსახველი ფოტოსურათის გავრცელების შეზღუდვა, ქსელის ოფიციალური ადმინისტრაციის განცხადებით, მისი შინაარსიის გათვალისწინებით მოხდა.
ამ ფოტო პროექტს, ესპანელი არტხელოვანი პაბლო პეინადო ხელმძღვანელობს. მას სურვილი აქვს მადრიდში გეი კულტურის მუზეუმი გახსნას. პროექტის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, აღნიშნულ თემაზე, სადაც თავი მოიყარა 1000-ზე მეტმა ნამუშევარმა. ხელოვნებამ ეს საჩუქარი 30, სხვადასხვა, ქვეყნის 400 წარმომადგენლისაგან მიიღო.