ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, დღეს, 20:00 საათზე ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტი ქართული ხელოვნების საღამოების ფარგლებში იმართება და მისი ორგანიზატორია მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთი,“ რომელიც კვირაში ერთხელ მართვს ღონისძიებას,- „ქართული ხელოვნების საღამოები.“
ღონისძიების მხარდამჭერები არიან,- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დიდი საკონცერტო დარბაზი.
შეგახსენებთ, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გასული წლის 9 ოქტომბრიდან „ქართული ხელოვნების საღამოები“ იმართება და ის მაისამდე გაგრძელდება.
საღამოებს შეიძლება „საპილოტო კონცერტებიც“ ეწოდოს, რადგან როგორც პროექტის დასაწყისში ითქვა, ისინი წარმატების შემთხვევაში ტრადიციულ ხასიათს მიიღებენ.