ფილიპის კირკოროვის გოგონა ალა-ვიქტორია, სრულ ფუფუნებაში იზრდება. რამდენიმე ხნის წინ, მზრუნველმა მამამ, მისთვის ხუთ მილიონ დოლარად ვილა შეიძინა. სახლს ირგვლივ გალავანი აკრავს, სწორედ ეს მომენტი გახდა მისი შერჩევის მთავარი ფაქტორი, მომღერალი ფიქრობს, რომ ეს გალავანი, მის გოგონას პაპარაცებისგან დაიცავს.
მართალია, ფილიპი ჯერ არ ყიდულობს ბრილიანტის სათამაშოებს ალა-ვიქტორიასთვის, როგორც ამას ბიონსე და მისი მეუღლე აკეთებენ, მაგრამ პატარამ უკვე მიიღო პირველი ექსკლუზიური სამკაული.
ვილნიუსში გამართული კონცერტის შემდეგ ფილიპ კირკოროვი, ალმასების მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც მას სპეციალურად ალა-ვიქტორიასთვის შექმნილი ალმასის გულსაკიდი აჩუქეს.