ადამ ლევინს სერიალში გადაიღებენ

ადამ ლევინს სერიალში გადაიღებენ

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი “Maroon 5”-ის ლიდერს ადამ ლევინს უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ტელესერიალში გადაიღებენ.

აშშ-ში სერიალი “საშინელებათა ამერიკული ისტორია” გასული წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სერიაში ადამ ლევინიც მიიღებს მონააწილეობას.

ჯერჯერობით უცნობია მუსიკოსი რა სახის პერსონაჟს განასახიერებს. ასევე საიდუმლოებით არის მოცული ადამის მომავალი ჰონორარის რაოდენობა.

ფილმის გადამღები ჯგუფი სამუშაო გრაფიკს “Maroon 5”-ის გეგმების მიხედვით შეადგენს. ამ მიზეზის გამო ლევინი ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს არ გამოაკლდება.

ტელესერიალი “საშინელებათა ამერიკული ისტორია” ერთი ოჯახის ცხოვრებას მოგვითხრობს. მათ მოჩვენებებით სავსე ძველი სახლი შეიძინეს და რასაკვირველია არასასიამოვნო ისტორიებში ხშირად ეხვევიან.

სურათში მთავარ როლებს ცნობილი კინომსახიობები ჯესიკა ლანჟი, დილან მაკდერმოტი და ევან პიტერსი ასრულებენ.