საინტერესოა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ცნობილი მუსიკოსი მექსიკას მეორედ ეწვევა. 2010 წელს მაკარტნი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში “Up and Coming” იმყოფებოდა და მექსიკაში სამი კონცერტი ჩაატარა.
მეხიკოში გამოსვლამდე სერ პოლი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იმოგზაურებს.
უკვე ცნობილია, რომ მაკარტნი 21-22 აპრილს ბრაზილიის ქალაქ რესიფეში ორ კონცერტს გამართავს, მანამდე კი მუსიკოსი 14 აპრილს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთ ღონისძიებას ჩაატარებს.
ბრაზილიის შემდეგ კოსტა-რიკაში ჩაფრინდება, შემდეგ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას მიაშურებს, სამხრეთ ამერიკულ საგასტროლო ტურნეს კი მექსიკაში დაასრულებს.