თურქეთში, მეჩეთზე მომხდარ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, მეჩეთზე მომხდარ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

„Hürriyet Daily News“-ის ცნობით, თურქეთში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კილისში, მეჩეთში მომხდარ სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი - დაშავდა.

თურქეთის ვიცე-პრემიერ იალჩინ აქდოგანის განცხადებით, 2 რაკეტა ქალაქში არსებულ მეჩეთს მოხვდა, რომელიც კაცელარიიდან 100 მეტრში მდებარეობს.

ვიცე-პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის 18 იანვრის შემდეგ, პროვინციაში სირიის ტერიტორიიდან გაშვებული 45 სარაკეტო აფეთქება მოხდა, რის შედეგაცად 16 ადამიანი დაიღუპა.