თურქეთში პრეზიდენტის კრიტიკის გამო ჰოლანდიელი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტის კრიტიკის გამო ჰოლანდიელი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კრიტიკის გამო ჰოლანდიელი ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ებრუ უმარი თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ქუშადასიში ისვენებდა, როდესაც პოლიციამ დააკავა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაადასტურა. მოგვიანებით კი თავად ჟურნალისტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ იგი გაათავისუფლეს, თუმცა, ქვეყნის დატოვება არ შეუძლია.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა ჰოლანდიურ გამოცემა Dutch Metro-ში ერდოღანის პოლიტიკის კრიტიკის შემცველი მასალა გამოაქვეყნა. მან ერდოღანს დიქტატორი უწოდა.