პროკურატურამ მოსამართლეთა ტესტების საქმეზე ლევან მურუსიძე დაკითხა

პროკურატურამ მოსამართლეთა ტესტების საქმეზე ლევან მურუსიძე დაკითხა

მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაიკითხა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მურუსიძემ განუცხადა, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეკითხვას, მურუსიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ასევე არ აქვს ინფორმაცია არც იმის შესახებ, დაიკითხნენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში.