გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ სირიაში უნდა არსებობდეს ისეთი სახის ზონები, სადაც ლტოლვილები განთავსდებიან და თავს დაცულად იგრძნობენ.
როგორც euronews.ge წერს, გერმანიის კანცლერს იმედი აქვს, რომ ჟენევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, სწორედ ასეთი სახის “უსაფრთხო ზონების” შექმნის შესახებაც იქნება საუბარი.
სირიაში ”უსაფრთხო ზონების” შექმნა ანკარის იდეაა. თურქეთი აღნიშნულს სირიელი ლტოლვილების უკან დასაბრუნებლად და განსათავსებლად ითხოვს.