„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააძლიერონ ბრძოლა თურქეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ოფიციალური ანკარა მათ დამორჩილებას ცდილობს. ამის შესახებ ქურთების ლიდერმა „ბიბისის“ განუცხადა. ჯემილ ბაიკის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი „ომს ამწვავებს“. „ქურთები საკუთარ თავს დაიცავენ ბოლომდე“, - განაცხადა მან.
ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ „ქურთების მუშათა პარტიასთან“ მოლაპარაკებები არ იგეგმება. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ილნურ ჯევიკმა განაცხადა, ქურთები ცდილობენ თურქეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და მათი ქმედებები კანონის ჩარჩოებს სცდება.
თურქეთის ძალოვან სტრუქტურებსა და ქურთ მებრძოლებს შორის გასულ წლის ივლისში დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა. თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყში ქურთების პოზიციები დაბომბეს, ხოლო ქურთები თურქ სამართალდამცველებსა და სამხედროებს პერიოდულად თავს ესხმიან.