კიშინოვში მომხდარი შეტაკებების შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა

კიშინოვში მომხდარი შეტაკებების შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში მომხდარი შეტაკებების შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ. დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა, რის შემდეგაც 4 პოლიციელის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია ორი აქტივისტიც. გუშინ ათასობით ადამიანი მოლდოვის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ისინი ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი განცხადებით, მთავრობა ოლიგარქებზეა დამოკიდებული და გადაწყვეტილებებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ იღებს. დემონსტრანტები გუშინ მთავრობის სასახლესთან შეიკრიბნენ. თავდაპირველად აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა, მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციას ქვები დაუშინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლდოვამ 6 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. მოქმედი პრემიერი იანვარში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანიშნეს, თუმცა, მოსახლეობა ახალი მთავრობით და პრემიერით უკმაყოფილოა.