ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
არჩევნებზე პარტია ”ქართული ოცნების” შანსებზე საუბრისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
”კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. არასდროს არ უნდა ჩათვალო, რომ ამ მხრივ საუკეთესოდ არის საქმე. ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. შესაძლოა, არც მე მაქვს იდეალური კომუნიკაცია, ხშირად ვერ ვხვდები მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ბედი და ეს ჩანს მთავრობის შეხვედრებზე, ყველა საკითხის განხილვას დიდი დრო ეთმობა”, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ”არანაირი პიროვნული ამბიცია არ აქვს, ამიტომ მოხარული იქნება, თუ სტატისტიკა უჩვენებს, რომ მინისტრის ვინაობას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან სისტემა გამართულად მუშაობს”.
”როდესაც კვლევის შედეგებს ვკითხულობ, მიჩნდება კითხვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა გამორჩეული და პოზიტიურია, ალოგიკური ხომ არ არის, რომ ჯანდაცვის მინისტრი რეიტინგების ბოლოშია?!” - განაცხადა სერგეენკომ.
269
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85