პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს. როგორც euronews.ge წერს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას განცხადებით, “ევროკავშირი ძლიერია, მაგრამ მას გადაწყვეტილების მიღების სუსტი მექანიზმები აქვს”. მისივე თქმით, ევროკავშირი ნაკლებად სოლიდარულია აღმოსავლეთ წევრი ქვეყნების მიმართ. ”ეს ქვეყნები ცდილობენ დაეწიონ დასავლელ პარტნიორებს ეკონომიკური განვითარების დონით, ამიტომაც მათთვის დამატებითი მიგრანტების მიღება არასასურველია. ევროკავშირი ამას უნდა აცნობიერებდეს”, - განაცხადა დუდამ.