აშშ სირიაში დამატებით დანაყოფებს გაგზავნის

აშშ სირიაში დამატებით დანაყოფებს გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს სირიაში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. როგორც euronews.ge წერს, გადაწყვეტილების მიხედვითაც სირიაში მეამბოხე მეომრების დასახმარებლად დამატებით 250 სამხედრო პირი გაიგზავნება. “დამტკიცებული გეგმა ითვალისწინებს დამატებითი ჯარების გაგზავნას იმ ერაყელი და სირიელი მებრძოლების დასახმარებლად, რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვიან”, - წერს euronews.ge. ობამა გადაწყვეტილების გამოცხადებას გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ ლდერებთან შეხვედრის დაწყებამდე გეგმავს.