სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის მიმართულებით ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს, რის შემდეგაც სომხურმა მხარემ საპასუხო დარტყმები მიიტანა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთმა ე.წ. შეხების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 108-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანის ძალოვანი უწყების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ საცეცხლე დარტყმები მიიტანეს, რა დროსაც განადგურდა სომხური მხარის კუთვნილი ტანკი.
მთიანი ყარაბაღის ზონაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედები 2 აპრილს დაიწყო, 5 აპრილს კი, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.