თბილისში, დიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.