”ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” აცნობეს.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე წარადგინა.
მათივე ინფორმაციით, ნონა ტუნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად, იყო დაბა ნასაკირალში ადგილობრივი საკრებულოს წევრი.
კანდიდატის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.