პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,,აუდიტორია 115", -ის წევრებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ,,აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხდა, მათ გუშინ დაუკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. მისივე თქმით, ,,აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნები უცვლელია და ისინი განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრი ,,აუდიტორია 115"-ის წევრებს მეორედ ხვდება. პრემიერი სტუდენტებს გასულ კვირას თსუ-ში შეხვდა.