თბილისის მერს დავით ნარმანიას ინფორმაცია არ აქვს, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში იყოს.
"არავის არ უკითხავს ეს და რაღა თქვენ მკითხეთ მაინცდამაინც. ამასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.