ერევანში მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე 42 ადამიანი დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეეები ყარაბაღის კონფლიქტის სტატუს კვოს შენარჩუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ და მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილის გადადგომას ითხოვდნენ.
ისინი ითხოვდნენ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შედეგად დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის 30 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციის, ხოლო დაშვებული სამხედროებისთვის 5 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. დემონსტრანტებმა მთავარი გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.