უკრაინაში ტაქტიკური რაკეტა გამოსცადეს

უკრაინაში ტაქტიკური რაკეტა გამოსცადეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტაქტიკური რაკეტა გამოსცადეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 
როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სახის რაკეტა ამ დრომდეც გამოუცდიათ. როგორც საბჭოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ოლეგ გლადკოვსკიმ განაცხადა, რაკეტის გამოცდამ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის უწყებას აქვს შესაძლებლობა განავითაროს მსგავსი ტექნოლოგია. 
„უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია აგრძელებს ტაქტიკური რაკეტების განვითარებას თავდაცვის სამინისტროს ბრძანების შესაბამისად. დღეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ამ სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს“, - აღნიშნა გლადკოვსკიმ.