ჯორჯიის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჯორჯიის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჯორჯიის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს. მისი ვინაობა ცნობილია. 
სამართალდამცველთა თქმით, ეჭვმიტანილი დამოუკიდებლად მოქმედებდა. დაღუპულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. ცხედრები ორ სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს.
მკვლელობის მიზეზები უცნობია. წუხელ ღამით სროლა მოხდა ოჰაიოს შტატშიც, სადაც ოჯახის რვა წევრს გაუხსნეს ცეცხლი, მათგან ხუთი დაიღუპა და სამი ბავშვი გადარჩა. ამ შემთხვევაში პოლიციას არ ჰყავს ეჭვმიტანილი.