ნატოში აშშ-ს წარმომადგენელი - უახლოეს მომავალში ალიანსის გაფართოების შანსი არ არსებობს

ნატოში აშშ-ს წარმომადგენელი - უახლოეს მომავალში ალიანსის გაფართოების შანსი არ არსებობს

უახლოეს მომავალში ნატო-ს გაფართოების შანსი არ არსებობს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ეს რუსეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. 

როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ეს განცხადება ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა დუგლას ლიუტმა ლონდონში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა. „პრაქტიკული თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ ბევრ შესაძლებლობას ნატო-ს შემდგომი გაფართოებისთვის უახლოეს მომავალში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ან შესაძლოა, უფრო მეტხანსაც კი“, - განაცხადა მან.

დუგლას ლიუტის მოსაზრებით, სტრატეგიული ვითარება ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნატო გაფართოვდეს. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარები კვლავ ღია რჩება ახალი წევრებისთვის, მაგრამ მათ მისაღებად ნატო-ს 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც ამჟამად მოსალოდნელი არ არის.„არ არის არანაირი გზა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე“, - განაცხადა დუგლას ლიუტმა.