გერმანიამ 76 ისლამისტზე ძებნა გამოაცხადა

გერმანიამ 76 ისლამისტზე ძებნა გამოაცხადა

გერმანიამ 76 გერმანელ ისლამისტზე ძებნა გამოაცხადა, რომლებიც ქვეყნისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ და შესაძლოა, ტერაქტები განახორციელონ.

„Die Welt“-ის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების ინფორმაციით, გერმანელ სამართალდამცველებს გააჩნიათ მონაცემები 800-ზე მეტი ისლამისტის შესახებ, რომლებიც „ცხელ წერტილებში“ იმყოფებოდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანების მესამედი ქვეყანაში დაბრუნდა. სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ ვინც სირიასა და ერაყში მიემგზავრება, უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

გამოცემა ასევე წერს, რომ აღნიშნული ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ჰოლგერ მიუნჰმა ადრე 470 პირის შესახებ განაცხადა, რომლებმაც შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნან ქვეყანას და ტერაქტები განახორციელონ.