ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ძრავი, რომელიც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტისთვის შეიქმნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ფხენიანის განცხადებით, ახალი ტიპის ძრავი აშშ-ზე ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობას იძლევა. როგორც ცნობილია, ძრავის გამოცდა ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროზე შედგა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა.
ფხენიანი პერიოდულად რაკეტებს უშვებს, რის მიზანსაც დასავლეთის მოსაზრებით, ბირთვული იარაღის გამოცდა წარმოადგენს. ფხენიანის ბოლო მსგავსი ქმედებების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ცოტა ხნის წინ სანქციებიც დაუწესა.