ფარული კადრების საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებს ჩაბარდა

ფარული კადრების საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებს ჩაბარდა

ფარული კადრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირი, გიგლა შიოშვილი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს. მათივე ცნობით , ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შიოშვილის დაკავებას პროკურატურაც ადასტურებს.

გიგლა შიოშვილი თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, რომელზეც დღეს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმალვაში იმყოფებოდა.