ამერიკის ტეხასის შტატში, სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზა „ლაქლენდზე“ უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები განახორციელა. მომხდარის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "ბი-ბი-სი“ იუწყება.
პირველადი ვერსიით, დამნაშავემ ბაზის ტერიტორიაზე ჯერ ერთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ დროისთვის ბაზის ტერიტორია შემოსაზღვრულია, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ამავე შტატის სხვა ბაზაზე, რომელიც „ლაქლენდიდან“ 360 კილომეტრში მდებარეობს, სროლების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.