აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 750 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 750 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში 750 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის მუშაობის ეფექტიანობის დონის ამაღლებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში.

”ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, დარგის შემდგომიგანვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან, რომელმაც ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში 750 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო. დოკუმენტზე აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაქირავებული საერთაშორისო და ადგილობრივიექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ.

მუშაობის პროცესში ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ექსპერტებმა უკვე მოამზადეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მიღებული შენიშვნები და ბოლო ცვლილებები.

ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის მუშაობის ეფექტიანობის დონის ამაღლებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ტრანსპორტის სფეროში დამატებითი მოზიდვასების მოზიდვას”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.