კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მოძრაობა „ავტომაიდნის” აქტივისტებმა აქცია გამართეს და საბურავები დაწვეს .
როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, აქციის მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ლუსტრაციას ითხოვდნენ. მედიის ცნობით, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე აქტივისტი მსუბუქად დაშავდა, ერთმა ჟურნალისტმა კი თავის არეში ტრავმა მიიღო.
ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ინციდენტი ამოწურულია.